LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ 5 წლის განმავლობაში პირველ ტურისტებს უმასპინძლა

112
www-youtube-com-watch-v-99577674

ჩრდილოეთ კორეამ პირველად 5 წლის განმავლობაში ტურისტები შეუშვა და მათ აჩვენ

ა შოუ პატარა ბავშვებითა და ბალისტიკური რაკეტებით. ამის შესახებ New York Post წერს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანა მოგზაურებისთვის კორონავირუსის პანდემიის ანუ 2020 წლის შემდეგ დაიხურა. ცოტა ხნის წინ კი მთავრობამ გადაწყვიტა დანარჩენი მსოფლიოსთვის გაეღო კარი, ამიტომ თებერვლის ბოლოს ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი და ავსტრალიელი დამსვენებლები მიიწვიეს. ტურის ორგა

ნიზატორი კომპანია Young Pioneer Tours გახდა და საგზურები ზუსტად 5 საათში გაიყიდა.

ჩრდილოეთ კორეაში ნანახმა უცხოელები ძალიან გააოცა: ისინი გაოგნებულები დარჩნენ იმით, რომ ვერ ნახეს ინტერნეტი, ბანკომატები, წესიერი გზები. გარდა ამისა, ტურისტები ძალიან შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ მათ მუდმივად თან დაჰყვებოდნენ ტურის ორგანიზატორები და პოლიციელები. ტუალეტში გასვლისთვისაც კი სპეციალური ნებართვის აღება უწევდათ. კიდევ ერთი შოკი იყო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საცეკვაო შოუ, რომელიც რაკეტების აფეთქების ფონზე მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები