LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში გაურკვეველი წარმოშობის ცხელების შემთხვევები დაფიქსირდა

61
Untitled design (2)

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონში გაურკვეველი წარმოშობის ცხელება დაფიქსირდა. 

სახელმწიფო მედიის განცხადებით, ახალი ვირუსი არ უკავშირდება კოვიდ-19-ს, რომელზე გამარჯვებაც ქვეყანამ ცოტა ხნის წინ იზეიმა.

როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ოთხშაბათს ცხელების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, მედიის ცნობითვე, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიური სიტუაციის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში კოვიდის ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა.

ამის მიუხედავად, ჩრდ. კორეის ხელისუფლებამ რეგიონში გაგზავნა ეპიდემიოლოგი, ვირუსოლოგი და ტესტის ექსპერტები, რათა გამოიკვლიონ ცხელების შემთხვევების მიზეზი და იმსჯელონ ზომებზე მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

„ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რათა გამოავლინოს ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია საეჭვო შემთხვევებთან, ისინი კი, ვისაც ცხელება აქვთ, იქნებიან მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ“, – წერს მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g