LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩუმი ევაკუაცია” – New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო

142
1

“რუსეთი უკრაინაში საელჩოს წარმომადგენლებს ამცირებს, რაც, შესაძლოა, პუტინის შემდეგი ნაბიჯის მინიშნებაა” – ამ სათაურით სტატიას The New York Times აქვეყნებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვარზე, რუსული ჯარების განლაგების შესახებ ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შორიდან ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ დაიწყო რუსეთმა საკუთარი საელჩოს დაცლა უკრაინის დედაქალაქში.

უკრაინელი უსაფრთხოების მაღალჩინოსნის ინფორმაციით, 5 იანვარს, 18 ადამიანი, ძირითადად რუსი დიპლომატების შვილები და მეუღლეები მოსკოვში ავტობუსებით გაემგზავრნენ.

მაღალჩინოსანი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში შენიშნეს დიპლომატების  ოჯახის წევრების გაყვანა ლვოვიდანაც.

“რუსეთის ორი სხვა საკონსულოს დიპლომატებს უთხრეს, რომ მოემზადონ უკრაინის დასატოვებლად” – აცხადებს მაღალჩინოსანი.

უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ასეთი “ნელი ევაკუაცია” შესაძლოა, იყოს ნაწილობრივი პროპაგანდა, ნაწილობრივ, კონფლიქტისთვის მზადება ან მოჩვენებითი ნაბიჯი შეცდომაში შესაყვანად, ან სამივე ერთად.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინიდან რუსი დიპლომატების ევაკუაცია არ ხორციელდება და კიევში რუსეთის საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კვლავ კრიზისული ვითარებაა.

ცნობილი ხდება, რომ ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა.

უკრაინაში სპეცრაზმის გაგზავნას ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ ქმედების მიზანია, შეაკავონ რუსეთის აგრესია უკრაინაში.

ამერიკის შეერთებულ შტატების უახლესი შეფასებით, დაახლოებით, 60 ქვედანაყოფის ტაქტიკური ჯგუფი – თითოეულში, საშუალოდ, 800 ჯარისკაცით, ახლა უკრაინის საზღვარზეა განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g