ჩურჩხელა მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება – ქართული ტრადიციული ტკბილეული, შესაძლოა, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს. ამის შესახებ ვებგვერდი eastfruit.com იუწყება, რომელიც წერს, რომ ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს.
ქართული ტრადიციული ტკბილეულის შესახებ eastfruit.com Fao-ს წარმადგენელს ანდრეი იარმაკს ესაუბრა. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა მუდმივად მზარდია და სუპერმარკეტები მსგავი საკვები პროდუქტების ძიებაში არიან.
„ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ის მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“,- აღნიშნა ანდრეი იარმარკმა.
მისივე განმარტებით, ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და სწორი მარკეტინგული კამპანია, პროდუქტს ყოველგვარი ეჭვების გარეშე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საკვებად აქცევს.