ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, – ასე პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადებას.
„კი ბატონო, დაიწყონ საქმის შესწავლა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ზოგადად, ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ და ასეთი ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც მოძალადე, ვინაიდან სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე. ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“,- განაცხადა ადვოკატმა.
“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
ირმა ჭკადუა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბასილაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადების გავრცელებას გეგმავენ.
“ნუ მაცინებთ…ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი ბარით” – ბასილაშვილის მამა ბრალდებებზე
ცნობილ ჩოგბურთელს დღეს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)
წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.