LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მაცინებთ…ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი ბარით” – ბასილაშვილის მამა ბრალდებებზე

509
BeFunky-collage (4)

ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ყოფილი რძლის ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

“ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა… ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე,” – განაცხადა ნოდარ ბასილაშვილმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ბასილაშვილმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა.

პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ცნობილ ჩოგბურთელს დღეს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები