LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს, რომ წარმოებული პროდუქტი შესაბამისი სამარკო ნიშნით შეიფუთოს – გელა ხანიშვილი

135
5d7dea3fb448a

„ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს, რომ წარმოებული პროდუქტის შესაბამისი სამარკო ნიშნით შეიფუთოს“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თმით,  სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი, ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაა და სწორედ ის ფერმერი ისარგებლებს ამ შეთავათით, ვინც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. მისი განცხადებით ამისთვის თითო ბენეფიციარისთვის არაუმეტეს 15 000 ლარია გამოყოფილი.

ზრუნვა სოფელზე: ანტიკრიზული გეგმის ყველა დეტალი

„პროდუქტის შეფუთვა შესაბამისი სამარკო ნიშნით მნიშვნელოვანია. აღნიშნული შეღავათი ითვალისწინებს პროდუქციის შეფუთვას, მის დარეგისტრირებას და ხარისხის ნიშანზე ზრუნვის უზრუნველყოფას, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს შიდა ბაზრის ათვისება, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

როგორ დაეხმარება ფერმერებს სახელმწიფო: საჭიროა აგრობარათი და რეგისტრაცია

"იმედი გვაქვს, რომ დახმარებას შევინარჩუნებთ და რეგულარად შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს">

საგრანტო დახმარებით იფარება არაუმეტეს 50%-ისა და არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, კოოპერატივებისთვის ჩვენ გვაქვს განსხვავებული საშეღავათო პირობები და ეს დახმარება 90%-მდე შეიძლება იყოს“, – აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის განთვალისწინებული თანადაფინანსების ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარია.

ფერმერებს წარმოება გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ

შეგახენებთ, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g