უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას, – ასე აფასებს ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა “ტვიტერის” გვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს.
„იმის გამო, რომ რუსეთის უკანონო შემოჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა, უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს”, – წერს მეცოლა „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებზე შეთანხმდნენ.