ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტზე შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან სიტყვით მიმართა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა.
„ურჩევნიათ ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინონ და არავინ დაძრას კრინტი სიღარიბეზე, აქ ამ ქვეყანაში 600 000 ადამიანზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, ამ ქვეყნისთვის წარმოუდგენლად მაღალი ციფრია.
აქ, ამ ქვეყანაში იღებენ კანონებს, რომელიც ყველა ჩვენგანის დადუმებას ისახავს მიზნად, არადა როგორ უნდა დადუმდეს ყოველი მე-8 მოქალაქე, რომელიც სიღარიბის მიღმაა, აქ ამ ქვეყანაში პენსიონერს პენსიას 35 ლარით უზრდიან და მადლობას ელიან, მაშინ როცა თავად 1000-ებასც არ სჯერდებიან.
აქ ამ ქვეყანაში ბავშვი შემწეობად 200 ლარს, თუმცა პრემიერმინისტრი 14600 ლარამდე იზრდის ხელფასს.
ჩვენ გავიღვიძეთ, არ გავჩერდებით, ეს ქვეყანა ჩვენია!“ – თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
„ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“ – კახა კინწურაშვილი