LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ დავკარგოთ დასავლური მხარდაჭერა და აღმოვჩნდეთ ადვილი ლუკმა რუსეთისთვის: გიორგი გუგავა

59
FORTUNA.GE- (2)

“დანიელსონის ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას გვითმობს, მაღალ ხარისხშია აყვანილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და ამიტომ არის სპეციალური წარმომადგენელი გამოგზავნილი”, – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი წევრი და იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის წარმომადგენლის  ჩართულობით, შესაძლებელი გახდება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის

გიორგი გუგავას თქმით, ქვეყანაში ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები და არსებობს საფრთხე, საქართველომ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს:

“მთავარი, რაც გვითხრეს არის ის, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, ქვეყანა ასცდა ევროპული განვითარების გზას, ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუციები, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება და აქედან გამომდინარე ჩვენ გვემუქრება საფრთხე იმისა, რომ დავკარგოთ დასავლური მხარდაჭერა და აღმოვჩნდეთ ადვილი ლუკმა რუსეთისათვის.

იმედია, იმ სიმძიმეს და კრიზისს, რაშიც ქვეყანა შეიყვანა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ აცნობიერებენ, ყოველ შემთვევაში იმას მაინც, რომ შეიძლება სანქციები დაემუქროს მათ ქონებას, ამიტომ წამოვლენ მოლაპარაკებებზე, რომელიც უნდა დასრულდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და ახალი არჩევნებით, რათა გადარჩეს ქვეყანა, გამოსწორდეს უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია”. – განაცხადა გუგავამ.

ცნობისთვის, ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს, აღნიშნეს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს.

ამავე თემაზე:

პათოსი იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება – ჩიქოვანი ევროპარლამენტარების განცხადებებზე

ამ არეულობისთვის ორივე ბანაკის პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა – ვიოლა ფონ კრამონი

ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში: ჟოზეპ ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები