LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვექნება მთლიანად პოზიტიური საარჩევნო კამპანია: ირაკლი კობახიძე

50
1627932048-213543

“ჩვენ გვექნება მთლიანად პოზიტიური საარჩევნო კამპანია”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციისგან კონსტრუქციულობის იმედი არ აქვთ და ამბობენ, რომ ოპონენტებისგან გარემოს ხელოვნურად პოლარიზებას ელოდებიან.

“ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველამ ვიცით, რა არის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, გაგრძელებული ნარჩენების გატანა, კეთილმოწყობა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით თუ რას გაუკეთებს მათ თითოეული მუნიციპალიტეტი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს იქნება ჩვენი კამპანიის შინაარსი. იგივეს სამწუხაროდ, არ ველოდებით ოპოზიციისგან, ტრადიციულად, მათგან ველოდებით ხელოვნურად გარემოს პოლარიზებას, თუმცა ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი და პოზიტიური,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კამპანია დღეიდან დაიწყო. “ქართულ ოცნებას” მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g