LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ გვინდა სწავლა!” – სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

272
unnamed

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი რგოლები ადაპტირებული ფორმით უნდა ამუშავდეს – ასე განმარტა დღეს მთავრობამ სტრატეგია, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მიმდინარე ეტაპისთვის შემუშავდა.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ სწავლა უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის, უნდა დაბრუნდნენ კლასებში.

სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სწავლა I-დან VI კლასის ჩათვლით განახლდება.ზედა კლასები კი ისევ დისტანციურ რეჟიმში რჩებიან.

ონლაინსწავლების რეჟიმში მოუწევს სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტებსაც. გადაწყვეტილებამ პროტესტი უკვე გამოიწვია.

“ჩვენ გვინდა სწავლა” – ამ სახელწოდებით იგეგმება ხვალ, 25 სექტემბერს, 14:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სტუდენტური ომბუდსმენი’ გამართავს.

ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ამასთან, სთხოვენ დაიცვან ძირითადი რეკომენდაცია – ატარონ პირბადე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ციფრული დაყოფა მოქალაქეების ნაწილს განათლების მიღების მიღმა ტოვებს. პანდემიის ფონზე განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე “ფორტუნას” ეთერში განათლების ექსპერტმა, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ მოსიაშვილმა ისაუბრა.

ვრცლად იხილეთ:

საქართველოში განათლების ხარისხი უფრო შემცირდება: თამარ მოსიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g