LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ, ხელისუფლება ვალდებულები ვართ ყველა კითხვას პასუხი გავცეთ – თურნავა ნამახვანჰესზე

68
183605143-4013489698740659-3100739846187895509-n

„ესაა ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი – საკუთარი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების კითხვებს კომპეტენტურად უნდა გაეცეს პასუხები, თუმცა, არა – ქუჩასა და კარვებში.

„როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროსადგურზე, ეს, ნებისმიერ ქვეყანაში, გარკვეული განმარტებების რეჟიმში განხილვის თემა. სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი მსხვილ ჰიდროსადგურებს. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არაა, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით და რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, კარვებში, მეგაფონის მოშველიებით, ეს არაა სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მითი ცირკულირებდა. „ჩვენც და ინვესტორი კომპანიაც, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მითების გაქარწყლებასა და მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას. ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ კაშხლის მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადებულიყო. სწორედ კაშხალია ის დიდი ნაგებობა, რომელთან დაკავშირებითაც, ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. მიღწეულია 12-თვიანი მორატორიუმი, კომპანია მხოლოდ წინასწარი სამუშაოთია შემოფარგლული“, – დასძინა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g