LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ კონტაქტური ზოოპარკი ვართ: რუსეთში ისევ საბჭოთა კავშირია (ფოტო)

65

მთელ მსოფლიოში მიმდინარე ამხანაგური მატჩებიდან გამორჩეული შეხვედრები რუსეთშიც ჩატარდა. ჯერ ბრაზილია ჩავიდა, ახლა კი სანკტ-პეტერბურგში საფრანგეთი. გულშემატკივრებმა კი ამხელა არენა საკუთარი პროტესტისთვისაც გამოიყენეს და კემეროვოში მომხდარი საზარელი ტრაგედიის გამო უსუსურობის შეგრძნება დააფიქსირეს.

რუსეთ-საფრანგეთის მატჩზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა:

 

ჩვენი ქვეყანა „ზამთრის ალუბალია“.
ჩვენ კი კონტაქტური ზოოპარკი ვართ!

კემეროვო – 25.03.18

 

 

ბანერი დაახლოებით 10 წუთი ეკიდა, რის შემდეგაც ის უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოგლიჯა. ალბათ, პოლიტიკური ელფერის გამო.
როგორც ჩანს, რუსეთი კიდევ დიდხანს ვერ გამოვა საბჭოური მენტალობიდან და წარსულიდან.

 

მატჩი ბუნებრივია წუთიერი დუმილით დაიწყო. სხვა ბანერები კი ტრაგედიის გამოხმაურება იყო.

შეგახსენებთ, ციმბირის რეგიონში, ქალაქ კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში „ზამთრის ალუბალი“ (Зимняя вишня) გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 64-ს მიაღწია. მათ შორის ათზე მეტი ბავშვია.
ხანძარზე კონტროლის დამყარება 12 საათის შემდეგ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები