დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რეანიმაციაში მყოფ ბორის ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩემი ლოცვებით ბორის ჯონსონთან და მისი ოჯახის წევრებთან ვარ. ეს საშინელი ვირუსი არავის ანსხვავებს. ნებისმიერი ეიძლება დაინფიცირდეს. ნებისმიერს შეუძლია გაავრცელოს ის. გთხოვთ, დარჩით სახლში“, – დაწერა ტერეზა მეიმ Twitter-ზე.
ტერეზა მეის გარდა შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა.
კორონავირუსმა მსოფლიოს ლიდერებიც არ დაინდო: ვინ გადარჩა და ვინ ვერა
კორონავირუსი არ ინდობს არც ქვეყნის ლიდერებს, პრინცებსაა და პარლამენტარებს.
“ბორის ჯონსონს სიძლიერესა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, საავადმყოფოს მალე დატოვებს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
“ამერიკელები ვლოცულობთ ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისთვის, ის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარია”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ბრიტანეთს ბორის ჯონსონის მკურნალობაში დახმარება შესთავაზა და აშშ-ის წამყვან კომპანიებს დაავალა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ლონდონს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმაც.
„ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – დაწერა მაკრონმა „ტვიტერში“.
ბორის ჯონსონს სოციალური ქსელით ამხნევებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც.
„ჩემი ფიქრები ბორის ჯონსონსა და მის ოჯახთან არის. მე მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს კონტე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“ კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო.
ცნობისათვის, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდგინდა.
გუშინ გვიან ღამით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მის მოვალეობას დროებით, სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
პრემიერი თვითიზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება
