მას შემდეგ, რაც მაილი საირუსმა სკანდალურ კომპოზიციებში ლიამ ჰემსვორტის ღალატის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, მედია აქტიურად ალაპარაკდა ლიამისა და ჯენიფერ ლოურენსის რომანზე. ჭორებს ლოურნესმა გადაცემაში Watch What Happens Live უპასუხა და ლიამთან რომანი კატეგორიულად უარყო.
„არა, ეს მტკნარი სიცრუეა, ლიამთან რომანი არასდროს მქონია, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს, ისიც ფილმში. ზოგადად, სოციალურ ქსელში ჩემს შესახებ ჭორებს რომ წავაწყდები ხოლმე, მინდა გამოვეხმაურო ხოლმე, მაგრამ ამას არ ვაკეთებ“, – აცხადებს მსახიობი.
ცნობისთვის, ჯენიფერს, გასულ წელს კუკ მორონისგან პირველი შვილი შეეძინა.
უმაკიაჟოდ და მაინც მშვენიერი – ჯენიფერ ლოურენსი ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს