რესპუბლიკის მოედანზე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მარში მიმდინარეობს.
მასში მონაწილე მსახიობის, ნინო გაჩეჩილაძის თქმით, ქართველი ხალხის გვერდით არიან და უსამართლობას ებრძვიან.
„მგონია, რომ ჩვენ ყველას კარგის და საუკეთესოს იმედი გვაქვს. ასე რომ არ იყოს, დღეს აქ არ ვიდგებოდით. ეს სერიალი, რომლის მარშიც დღეს მიმდინარეობს, სახალხო სერიალია და შესაბამისად ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, უსამართლობის წინააღმდეგ“, – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე „მთავარ არხთან“.