LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ მშიშრები, ისინი კი არ არიან მაგრები, ჩვენ გვეშინია არარსებული სიძლიერის – თემურ ჭყონია რუსეთზე

259
maxresdefault

რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია, უკრაინამ გადაარჩინა მთელი ევროპა და მსოფლიო ამ უშველებელი აგრესორისგან, ტერორისტისგან. ეს არ არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ენდო, რომელიც არის კეთილგანწყობილი ვინმეს მიმართ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

მან ძველი დროც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსები საქართველოში ყოველთვის ჩამოდიოდნენ ისე, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში.

„რომ ვიხსენებ ძველ დროს, როდესაც რუსი ტურისტები ჩამოდიოდნენ საქართველოში – ისინი ჩამოდიოდნენ როგორც თავის დაპყრობილ ქვეყანაში და გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩვენც ვემსახურებოდით, „ძენ პაბედის“ ვმღეროდით და ვეთაყვანებოდით, სადღეგრძელოებს ვსვამდით, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ჯიგიტები ვართ“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მინიმუმ 5 წელი რუსეთი მოკვდება შიმშილით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თემურ ჭყონია

ბიზნესმენმა დასავლეთის ქვეყების მიერ დაწესებული სანქციების გავლენაზეც ისაუბრა რუსეთის ეკონომიკაზე. „მინიმუმ 5 წელი რუსეთი მოკვდება შიმშილით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის 250 საერთაშორისო კომპანია, რომელიც რუსეთიდან გავიდა, ეს იყო ხერხემალი რუსეთში წარმოებული პროდუქციის. ის კომუნისტური ქარხნები, რომლებიც არსებობდა ადრე, სწორედ ამ უცხოურმა კომპანიებმა შეიძინეს, მერე რეორგანიზაცია გაუკეთეს  – ეს ყველაფერი ახლა დანგრეულია და სწორედ ეს ყველაფერი მიიყვანს რუსეთს გაკოტრებამდე. უკრაინამ აჩვენა მსოფლიოს რუსეთის სისუსტე, უბრალოდ, ჩვენ ვართ მშიშრები – თორე, ისინი კი არ არიან მაგრები. ჩვენ გვეშინია არარსებული სიძლიერის“, – დასძინა ცნობილმა ბიზნესმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g