LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ“

106
გრიგოლ გეგელია (1)

„ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ახალ არჩევნებს. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერასდროს გაიმარჯვებს, თუ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. გეგელიას განცხადებით, „მმართველი გუნდის რეალური რეიტინგი არის 28-30% საუკეთესო შემთხვევაში, ისიც ყველა იმ ხრიკის გამოყენებით, რასაც ისინი იყენებენ”

„არანაირი სხვა რეიტინგი მათ არ გააჩნიათ. ასე, რომ ბაქი-ბუქს შეეშვან. ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ახალ არჩევნებს. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა. ჩვენ არ დავუწყებთ მათ დევნას და დაპატიმრებას იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანები ვართ მათგან განსხვავებით. ძალიან მარტივია – ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში, სადაც არის მათი ადგილი. წარმოუდგენელია, ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერდეს და „ტიტუშკების“, რამდენიმე ასეული „რობოკოპის“ გამოყენებით, გინდოდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცება, ეს უბრალოდ არ გამოვა. ასეთი რაღაც არ მომხდარა და არ მოხდება“, – განაცხადა გეგელიამ.

გეგელიამ კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზეც. მისი თქმით კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ საზოგადოებას მერობის კანდიდატს მალე წარუდგენს.

„რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ“,-განაცხადა გეგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g