ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. ელჩის თქმით, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება.
„პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა, გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს”, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.