LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ წინ მივიწევთ! ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“ – ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის

141
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას – უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის 31 ტანკის გადაცემის შესახებ, გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს მადლობას „ტვიტერზე“ უხდის და აღნიშნავს, რომ დღეს, როგორც არასდროს თავისუფალი სამყარო საერთო მიზნისთვის არის გაერთიანებული:

„კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილება, რათა უკრაინამ Abrams-ის ტიპის ტაკები მიიღოს. მადლობას ვუხდით ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია საერთო მიზნისთვის, ეს უკრაინის გათავისუფლებაა. ჩვენ წინ მივიწევთ“, – აღნიშნულია ზელენსკის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს. CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უკრაინაში ტანკების ჩასვლას თვეები დასჭირდება, ასევე მის გამოსაყენებლად საჭირო იქნება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები.

პარალელურად, გერმანიის კანცლერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინას 14 „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკს გადასცემენ.

“ლეოპარდის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ” – სტოლტენბერგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები