LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი 17 გმირი 13 წლის წინ შეეწირა სამშობლოს დაცვას, ეს ისტორიას დარჩება: ჯუანშერ ბურჭულაძე

50
ჯუანშერ ბურჭულაძე

შინდისის ბრძოლის 13 წლისთავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ 17 ქართველი გმირის თავდადება ისტორიას დარჩება.

მისივე განცხადებით, დღეს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა.

შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს: სალომე ზურაბიშვილი

„დღევანდელი დღე არის ისტორიული დღე. ჩვენი 17 გმირი 13 წლის წინ შეეწირა სამშობლოს დაცვას, ეს ისტორიას დარჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები გვყავს. ასეთია სერჟანტი ალექსანდრე ონიანი. გუშინ მიმართა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებით პრეზიდენტს. პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, რითიც ჩვენს გმირს, ალექსანდრე ონიანს მიენიჭა ეროვნული გმირის სტატუსი. ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 გმირი, დღეიდან 21-ე გმირი გვეყოლება – ალექსანდრე ონიანი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს: ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები