შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს.
სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე პრემიერი ქედა იხრის და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის.
„11 აგვისტო შინდისის ბრძოლის იმ 17 გმირის დღეა, ვინც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს. ეს დღე გვარწმუნებს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.