მომავალ წელს ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა.
„საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი ესაა ნავთობის ფასის მომატება საგარეო ბაზრებზე. თუმცა, მოგეხსენებათ, პარალელურად, კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი და ის ანეიტრალებს ამ ტენდენციას. ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. წინა თვეში სტატისტიკურად პირველად გვქონდა კლების ნიშანი. მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება”, – განაცხადა თურნავამ.
