LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გოგონა „მგლის ხახით“ დაიბადა – ჯანლუკა ვაკი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

98439
janluka2012224

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინათ. 2 თვის თავზე ვაკიმ და ფიონსეკამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე ისინი ნაძვის ხესთან პოზირებენ და ახლადდაბადებული გოგონას შესახებ ახალ დეტალებსაც ყვებიან. ცნობილი ხდება, რომ გოგონა თანდაყოლილი პათოლოგიით, ეგრეთ წოდებული „მგლის ხახით“ დაიბადა და მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.

„გვინდა, სიყვარულით გაგიზიაროთ ჩვენი პატარა გოგონას ისტორია. ის ,,მგლის ხახით” დაიბადა, ეს ემართება 7 ათასში ერთ ახალშობილს. გაგვიმართლა, რომ გვყავს სუპერ ექიმების ბრიგადა და საჭირო დროს პატარას ოპერაცია ჩაუტარდება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება“ –  ნათქვამია ჯანლუკა ვაკისა და შერონ ფონსეკას ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g