სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დააკავეს ექიმი კახა ეცადაშვილი. ამის შესახებ ფეისბუქში დერმატოლოგი ზაზა თელია, ასევე ექიმი გიორგი პაპიაშვილი წერენ.
ექიმების ინფორმაციით, კახა ეცადაშვილს აქციაზე ტრავმები აქვს მიყენებული.
„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან უწესიერესი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი ექიმი ჩვენი კოლეგა კახა ეცადაშვილი, ასევე დაუყოვნებლივ დაისაჯოს უმკაცრესად ყველა ის პირუტყვი ვინც მასზე ხელი აწია და ტრავმები მიაყენა.
ყველა ზღვარი გადალახულია!!!!“, – წერს ზაზა თელია.
„ახლა გავიგე, რომ ჩემი მეგობარი, ექიმი კახა ეცადაშვილი ყოფილა ნაცემი და დაჭერილი. კოლეგებო, განსაკუთრებით ისინი, მელნის შესხმას რომ გმობთ, გამოდით და დაგმეთ თქვენი კოლეგის ცემა. ადამიანი მეუღლესთან ერთად იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა, როცა ეცნენ და გაიტაცეს. ყველა, ვინც დუმს, თქვენც თანამონაწილეები ხართ იმაში, რაც ხდება“, – წერს გიორგი პაპიაშვილი.