LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება” – მარინა ეზუგბაია

175
BeFunky-collage - 2020-09-08T115007.465

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, აჭარა წითელი ზონა გახდა და რეგიონში ეპიდსიტუაციის მიხედვით სერიოზული მდგომარეობა ფიქსირდება. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ადგილზე დამატებითი ღონისძიებების გატარება იგეგმება.

“აჭარაში უფრო სერიოზული მდგომარეობაა. აჭარა უკვე წითელი ზონაა და აქ უკვე დამატებით ზომების გატარება გახდება საჭირო. ამ ეტაპზე რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, მხოლოდ რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ აღსრულებაზე, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე და ტესტირების გაფართოვებაზე მიდის მსჯელობა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში “ქორწილის” კლასტერი გაჩნდა: 45 შემთხვევიდან 23 აჭარაში დადასტურდა

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში 19 ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე, ხოლო 2 მძიმე პაციენტია. მისივე თქმით, დღეს დადასტურებული 45  შემთხვევა პირველად დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელს ცვლის.

“გუშინ გახლდათ 18 დადასტურებული შემთხვევა და არ გაწერილა არავინ, ერთი ახალი დაგვემატა და გახლავთ 19 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 1 კრიტიკულად და 2 მძიმე პაციენტი გვყავს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა. მართალია ამ ავადობის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად მიიჩნევა, იმიტომ რომ 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ 45 ახალი შემთხვევა პირველად დადასტურდა და დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელების სახე. ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სარეკორდო რაოდენობა: საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მისივე განმარტებით, შემთხვევების მატება ოქტომბრის ბოლოს კვლავ მოსალოდნელია, როდესაც სეზონური რესპირატურული დაავადებები გავრცელდება.

“მეორე ტალღაზე ლაპარაკი დაიწყება, როდესაც ოქტომბრის ბოლოს რესპირატურული დაავადებების სეზონური გავრცელება დაიწყება და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ჯერჯერობით კი ვლაპარაკობთ, რომ მატებასთან გვაქვს საქმე. ამას არ ვმალავთ და ვამბობთ”, – აცხადებს ეზუგბაბია.

 

პოპულალურები