LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი კურორტები ისეთ წამყვან კურორტებს აღემატება, როგორებიც გერმანიაშია” – სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი საქართველოში

107
1574309314-5dd60dc2df7e0-thumb

საქართველოს კურორტები ისეთ წამყვან კურორტებს აღემატება, როგორებიც გერმანიასა და ბუდაპეშტშია, – ამის შესახებ „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს.

მან გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას უდიდესი შემოსავლის მიღების პერსპექტივა აქვს და ამას უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც ადასტურებს.

„პანდემიამდე სამედიცინო ტურიზმს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, ჩვენი მომხმარებლის 50% უცხოელი ტურისტი იყო, კოვიდამდე ძირითადი აქტივობა გერმანიიდან და საფრანგეთიდან გვქონდა. პანდემიის პერიოდში ეს შეწყდა, თუმცა, ჩვენი ძალებით საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლას ვცდილობთ, შევქმენით საერთაშორისო პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ონლაინკონსულტაციის დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი, მსურველებს სხვადასხვა პროცედურას ვუნიშნავთ და ყველა იმ საბუთით უზრუნველვყოფთ, რომელიც საზღვრის გადმოსაკვეთადაა საჭირო“, – აღნიშნავს სალომე ყვავილაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორის ძალისხმევასთან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, სადაც სამედიცინო ტურიზმი განვითარებულია, მათი მხრიდან უდიდესი რესურსი იდება. „ეს ის დარგია, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი შემოსავალს მოუტანს“ – ამბობს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელი “ქალების ნარატივში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g