LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია ვაიუძლოთ “ქართული ოცნება”, საჭირბოროტო საკითხებზე გაგვცეს პასუხი: ვაშაძე ფრაქციის გეგმებზე

40
Untitled design (1)

“ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლითაც ამ პარლამენტში შემოვედით და რომლის რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე.” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ახალი ოპოზიციური ფრაქციის – “შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფის” შექმნის შესახებ განაცხადეს.

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით – „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა

ვაშაძე ფრაქციის მთავარ ფუნქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი მიზანია, გააკეთონ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ პოლიტიკა, ისაუბრონ ხალხის პრობლემებზე და აიძულონ “ქართული ოცნება” – ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე გასცენ პასუხი:

“დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”. ასე ჰქვია ფრაქციას, რომელიც შევქმენით, რომელიც არის მრავალპარტიული. მის შემადგენლობაში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ადამიანები, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დაგვეხმარა ფრაქცია შეგვექმნა. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, მოადგილე პაატა მანჯგალაძე, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ პოლიტიკა, პარლამენტი არის მათთვის და არამხოლოდ ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიუძლოთ „ქართული ოცნება“ როგორც შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაიძულოთ რომ ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე გაგვცენ პასუხი.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ხუთ პოლიტიკოსთან ერთად საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდება.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრები არიან ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

პოპულალურები