ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოგზაური სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არა რუსეთს! ჩვენი მომავალი ევროპაშია. რუსეთი, არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც არასდროს ვიმოგზაურებ! ამიტომ, არა რუსეთს და არა ყველაფერს, რამაც შეიძლება მასთან დაგვაახლოოს!“ – წერს მოგზაური ბლოგერი Soso Around The World.