LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა – მინისტრი

71
ipiccy-image

ეკონომიკური თვალსაზრისით გასული წელი იყო რთული, მაგრამ საკმაოდ წარმატებული, რადგან ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10,7%-ისა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა კვლავაც სწრაფი იქნება. „ის ვარაუდი, რაც ჩვენ გვქონდა, როდესაც გაზაფხულიდან წამოვიდა გამოცოცხლებისა და აღდგენის ტენდენცია, რომ ჩვენ დავასრულებთ წელს ორნიშნა ზრდით, მიღწეულია და მეტიც, ზრდა 10%-ზე მეტი იქნება. უნდა დაველოდოთ დაჯამებას, რომელიც იანვრის ბოლოს იქნება. ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2022 იყოს უფრო მეტად წარმატებული წელი, მეტი საშუალება გვქონდეს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სახელმწიფოს ვალის დონე. შეგვიძლია, რომ მშპ-სთან მიმართებით მთელი 10 პუნქტით შევამციროთ ეს მაჩვენებელი. ასევე, შეგვიძლია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. როგორც პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა უკვე ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და ბიზნესის წახალისებასთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა – თურნავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g