მერაბ სეფაშვილი დღეს იუბილარია – მომღერალი 63 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი მეგობრებისგან და მსმენელისგან სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
მომღერალს დაბადების დღეს ულოცავს პროდიუსერი გია გოგორიშვილიც და სოციალურ ქსელში მას იუმორნარევ სტატუსს უძღვნის:
„გაგიმარჯოს მერაბ. დავესესხები ზოგიერთებს: როგორი ადამიანიც ხარ, ისე რომ მღეროდე, უფრო მაგარი მომღერალი იქნებოდი “ – წერს გია გოგორიშვილი სოციალურ ქსელში.
გაგიმარჯოს მერაბ🍷HBD დავესესხები ზოგიერთებს: როგორი ადამიანიც ხარ ისე რომ მღეროდე უფრო მაგარი მომღერალი იქნებოდი🤣😉♥️♥️♥️
Posted by Gia Gogorishvili on ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2024
შეგახსენებთ, მერაბ სეფაშვილმა 13 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბროდვეის დიდ გრანდიოზული კონცერტი გამართა, მუსიკალურ საღამოს უამრავი ქართველი ემიგრანტი ესწრებოდა. მერაბ სეფაშვილთან ერთად კონცერტზე ასევე იმღერეს ნინი შერმადინმა, ნოდიკო ტატიშვილმა და ლიზა ყენიამ.