LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პარტიის წევრზე ზეწოლა განხორციელდა, სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ნახეს ჩართული… ვაპირებთ გამოძიებას მივმართოთ“ – ნათია მეზვრიშვილი

139
ნათია მეზვრიშვილი

„დღეს, დილით ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეული წარმომადგენლის მიმართ, რომელიც აგვისტოს ბოლოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, გაგრძელდა დევნა, შევიწროება, იძულება, რომ მან, ამჯერად, უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, „წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და არასამართლიანი“.

„გუშინ, როგორც იცით, მატყუარა კობახიძემ განაცხადა, რომ თურმე უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. სიმართლე ისაა, რომ დღეს, დილით ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეული წარმომადგენლის მიმართ, რომელიც აგვისტოს ბოლოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, გაგრძელდა დევნა, შევიწროება, იძულება, იმისა, რომ მან დატოვოს ამჯერად, უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიციაც. გამოგონილი მიზეზით ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა, პრაქტიკულად, ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან, რომელიც ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე გახლავთ.

ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რომ გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ნახეს. ამ ადამიანს რაიონში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. სკოლა რეალურად, დაკომპლექტებულია სრულად „ოცნების“ პარტიული აქტივით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართოთ. ამავდროულად, სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს მოხდა, ეკისრება ირაკლი კობახიძეს, რომელიც საზოგადოებას ატყუებს. ამავდროულად, ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარესაც. მისი 26 ივლისის გამოძახილია, რაც ხდება.

ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, არის სრული სიცრუე, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და არასამართლიანი“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g