LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ – მოწერელია უკანონო ბორდერიზაციაზე

93
unnamed (1)

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

მოწერელიამ საოკუპაციო რეჟიმს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის ამ აგრესიის საპასუხოდ, საქართველო ევროპისკენ სწრაფვას აგრძელებს:

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია ხორციელდება – სუსი

“ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ ცვლიან, ასე ვთქვათ დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისევე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორც ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზანს – საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის… ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე. ჩვენ ვიქნებით ამისი მოწმე, თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, რომელსაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე – როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. ამდენად ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ, იქ, სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული. კონკრეტულად მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი, აი, ამ ე.წ. საოკუპაციო მავთულხლართების გამაგრების პროცესი,” – განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები