LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე მოწერელია: ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, განესაზღვროთ სტატუსი და სახელმწიფომ აიღოს ზრუნვა მათ ოჯახებზე

31
ფაფაფა

პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ალექსანდრე მოწერელია გამოვიდა ინიციატივით, პარლამენტმა განიხილოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების საკითხი, განუსაზღვროს სტატუსი და სახელმწიფომ აიღოს ზრუნვა ამ ადამიანების ოჯახებზე.

აღნიშნულის შესახებ მოწერელიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„ეს მებრძოლი იმ მებრძოლთა რიგებშია, რომელთაც არ გამოუცხადებიათ კაპიტულაცია არც 1992 წელს სოხუმში და არც 2008 წელს ცხინვალში. ეს მებრძოლები იბრძვიან დღეს უკრაინაში, ებრძვიან ოკუპანტებს, იბრძვიან უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, საქართველოსთვის, იბრძვიან იმ იდეებისთვის, რა იდეებსაც შეეწირა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა. იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები, იბრძვიან ვინაიდან იციან, რომ ჩვენ არასდროს ისე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, როგორც დღეს. მე გახლდით ედიშერ კვარაცხელიას სამძიმარზე სამების ტაძარში, ვიხილე უამრავი სამხედრო ჯილდო და ასევე ვიხილე მისი ჭირისუფალი, რომელსაც ნამდვილად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. მოგიწოდებთ ჩემს კოლეგებს, რომ განვიხილოთ კიდევ ერთხელ ეს საკითხი პარლამენტში. ამ ადამიანებს, რომლებიც იქ იბრძვიან განესაზღვროთ სტატუსი და სახელმწიფომ აიღოს ზრუნვა ამ ადამიანების ოჯახებზე“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები