LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობას მაღაზიაში რწმუნებული ან დეპუტატი გაეგზავნება

212
9425933020-676d26d89a-h--1548893127130--w1600

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებით აკრძალულია ყველა საქალაქო, შიდა სატრანსპორტო და ასევე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობა. გამკაცრებული ზომების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მოსახლეობას დახმარებას სთავაზობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარები მოემსახურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მოწერელიას განმარტებით, საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. მისივე განცხადებით, დღეიდან ფუნქციონირებას შეძლებს ზუგდიდის აგრარული ბაზარის ნაწილი. იფუნქციონირებს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის სექცია. ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმაც.

ორჯერ დაკეტილი ზუგდიდის ბაზარი ისევ გაიხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები