LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ქვეყანა ვერ აიცილებს კონფლიქტის შედეგებს” – როგორ გამოიყენებს რუსეთი კავკასიაში გაჩაღებულ კონფლიქტს

142
erdogani-putini-2020-09-28-08-29-11-508427

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირი გავლენების ტერიტორიებზე , ხოლო თურქეთი გამოთქვამს ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში გავლენების აღდგენების სურვილს – ასე აფასებს  სოხმეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებას “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იურიდიულად თურქეთს აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ამ კონფლიქტში, რადგან მისი სტრატეგიული პარტნიორია აზერბაიჯანი, ხოლო რუსეთს არა.

„რუსეთს ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა აქვს სომხეთის ტერიტორიაზე, სამეთაურო შტაბებიც რუსული გენერლებითაა დაკომპლექტებული, ასე რომ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რუსეთი არ ერევა კონფლიქტში. ღიად კი უჭირს ამის გაკეთება, რადგან მას ძალიან არ უნდა თურქეთთან დაპირისპირება. კრემლი მიხვდა,რომ ნატო მას თურქეთის ენით ელაპარაკება და საპირწონე გაუჩინა რეგიონში. ჩვენ ველოდებით სამხედრო დაპირიპირების დამთავრებას კონკრეტული ტერიტორიების აღების შემდეგ და დიალოგს, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებითა და ინიციატივით“ – აცხადებს კასრელიშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც მიმიდინარე დაპირისპირება გამოიწვევს. როგორც ზაალ კასრელიშვილმა აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი რეგიონი იქნება. ამასთან, როგორც საქართველოს ასევე, კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის გაჩნდება ახალი მოთხოვნები და სტანდარტები ეკონომიკაში,სოციალურ- ეკონომიკურ პოლიტიკაში და საგარეო პოლიტიკაში.

„2020-2024 წელი პოლიტიკურად დატვირთული და რევოლუციური იქნება, ჩვენი ქვეყანა ვერ აიცილებს კონფლიქტის შედეგებს, იქნება ეკონომიკური პრობლემა, ჰუმანურიკრიზისი, ეს 1 წელში არ დამთავრდება, 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო ეკონომიკა მიაღწევს იმ დონეს რაც იყო 2020 წლის მარტამდე“- აღნიშნა კასრელიშვილმა.

„სამხედრო მოქმედებები თუ მასშტაბური გახდა, ჩვენი აზრი კი არა აზერბაიჯანისა და სომხეთის აზრი აღარ დააინტერესებს არავის“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g