პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
პრემიერმა ფოტო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განათავსა წარწერით:
„ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება. ფეხბურთელი თბილისის არენაზე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში მიმდინარე საქართველო-იტალიის შეხვედრას ესწრება.