LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები” – აშშ-ის საელჩოს განცხადება

68
download

აშშ-ის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და  დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადებაში საელჩო სამაშველო ჯგუფს მადლობას უხდის.

“ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს.

ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ,”- ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g