ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ნივთების დატოვება ბათუმში, ფონდ “იალქანში” შეგიძლიათ.
“ფონდი “იალქანი” მზადაა ოფისში, (მის : ჭავჭავაძის ქ. 27 ნომერში) 24 საათის განმავლობაში მიიღოს თქვენი დახმარება და შემდეგ გადასცეს დაზარალებულებს”.
შექმნილია სპეციალური შტაბიც.
“კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ,ფონდმა იალქანმა გახსნა შტაბი ქ.ბათუმში ჭავჭავაძის ქ.32 ა და ჭავჭავაძის ქ.27 ნომრებში,სადაც შესაძლებელი იქნება ცხელი საკვების მიღება , 24 სთ-იანი ფსიქოლოგის და ექთნის მომსახურება ,გვაქვს ფართი, სადაც მოთავსდება 10 ადამიანი და რეზერვში გვაქვს 2 ბინა ,სადაც დროებით მოხერხდება დაზარალებულთა განთავსება.
ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომრები 595 420723 ,599330114 და 574240707”,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია იალქანის განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს