ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ერთ-ერთი პირველი ამოყვანილი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ ფასდებოდა. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
“პაციენტი შემოყვანილი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობდა, დაფიქსირდა გულის გაჩერება, ემერჯენში აღდგა გული და ღამის განმავლობაში, რამდენჯერმე დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით, ძირითადი სინდრომი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და პროხუზული სისხლდენა”, – განაცხადა ექიმმა.
ინგა მეკენიძესთან ერთად ნანგრევებში მოყნენ მისი შვილების, ორი ბავშვი, რომელთა ცხედრებიც მოგვიანებით იპოვეს. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც. Ipn ინგა მეკეიძის ახლობლზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო.
გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობლის კომენატარს ავრცელებს Ambebi.ge.
“ჩემი მეზობლები არიან. ბოლო სამი წელი ერთად ვისვენებდით ბახმაროში. საუკეთესო ოჯახი იყო. მშვიდი და სიყვარულით სავსე. მაზლი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან და სტუმრად იყო მათთან. მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გარადარჩა ინგას მეუღლე და ერთი შუათანა ასაკის 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინათ,” – უყვება Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსაათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა, ნანგრევებიდან ამოიყვანეს 5 გარდაცვლილი, მათ შორის ორი ბავშვი.
ტრაგედიას ამ დროისთვის 6 გარდაცვლილი ჰყავს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება
გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ
რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან