ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ირგვილ მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციის საჭირეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშველების სამუშაოების დასრულებისთანავე კონსტრუქტორები და გეოლოგი შეისწავლიან, თუ რამდენად უსაფრთხოა ირგვლილ მყოფ შენობებში ცხოვრება.
“როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია კონსტრუქტორები და გეოლოგები, რომლებიც ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიდან როგორც საცხოვრისით, ასევე სხვა დამატებითი საშუალებებით, რაც მათ ესაჭიროებათ”, – აღნიშნა რიჟვაძემ.
ამასთან, აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ორი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო.
ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.