LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ვალია მათი გვერდში დგომა – თუ არ გვინდა ვიყოთ, რაღაც „პოზებში“, გვჭირდება რეზოლუციები, მიმართვები, დელეგაციების ჩასვლა, ღიად დახმარება: პაატა დავითაია უკრაინაზე

108
პაატა დავითაია

„თუ არ გვინდა ვიყოთ, რაღაც პოზებში, გვჭირდება გარკვეული ქმედებები. ესენია: რეზოლუციები, მიმართვები, დელეგაციების ჩასვლა, ღიად დახმარება, ასევე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადება“, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისი განმარტებით, ყველაფერი ეს მიანიშნებს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინასთან ურთიერთობები და ის პრობლემები, რის წინაშეც ორივე სახელმწიფო ვდგავართ.

უნდა მოხდეს ინტერფრაქციული შეხვედრა, მსჯელობა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია იყოს ერთიანი: ირაკლი ქადაგიშვილი

პაატა დავითიას თმით, ჩვენი ვალია უკრაინის გვერდში დგომა, რადგან ფაქტობრივად 2 ქვეყანა ვართ, რომლებიც მიისწრაფიან ნატოსკენ, ევროკავშირისაკენ და ჩვენი საკითხი ცალ-ცალკე არ გადაწყდება.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს აგზავნიან და კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა პარტნიორების წინაშე დააყენებს საკითხს, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან საფრთხე ჩვენთან მიმართებითაც არსებობს.

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს – ის ნაბიჯები, რაც მმართველმა გუნდმა გადადგა დააგვიანა. დრო გაწელა. ეხლაც, ის პოზიციები, რომლებიც დაფიქსირდა მმართველი გუნდის მხრიდან, ნეიტრალურია. ცალკეული პოლიტიკოსების განცხადება და ცალკეული სატელეფონო საუბრები არაა საკმარისი.

თუ არ გვინდა ვიყოთ, რაღაც პოზებში, ამას სჭირდება გარკვეული ქმედებები. მნიშვნელოვანია რეზოლუციები, მიმართვები, დელეგაციების ჩასვლა, ღიად დახმარება, ასევე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადება. ყველაფერი ეს მიანიშნებს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინასთან ურთიერთობები და ის პრობლემები, რის წინაშეც ორივე სახელმწიფო დგას.

მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაგრამ ხაზგასასმელია ის, რომ არამარტო რეზოლუცია, არამედ პრემიერის მიმართვაც უნდა იყოს, ქვეყნის პირველი პირის.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რაღაც, უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს არ გამოიხატება მარტო სიტყვიერად. ეს გამოიხატება ქმედებებში.

  • 1993 წელს, როდესაც აფხაზეთზე შტურმი მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან, რომ არა უკრაინული ფლოტი, ჩვენ დევნილებს ვერ გამოვიყვანდით.
  • 2008 წელს, რომ არა უკრაინის დახმარება, რომელიც საჰაერო-თავდაცვითი მიზნით განხორციელდა, არ იქნებოდა ჩამოგდებული ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდნენ.

ჩვენი ვალია მათი გვერდში დგომა. სულ გვერდში უნდა ვედგეთ იმიტომ, რომ ფაქტობრივად 2 ქვეყანა ვართ, რომლებიც მიისწრაფიან ნატოსკენ, ევროკავშირისაკენ და ჩვენი საკითხი ცალ-ცალკე არ გადაწყდება. ჩვენი საკითხი გადაწყდება ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად დგომა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება დუმდა და ე.წ. ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და მათი მესმის. მათ სურდათ, რომ არ გაემწვავებინა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ვერ გავექცევით ჩვენ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამაზე მეტი გამწვავება შეუძლებელია.

ვხედავთ, რომ როდესაც რუსეთ-უკრაინის სიტუაცია იძაბება, უკვე მცოცავი ოკუპაციაც იწყება აქ და უკვე გამოჩნდნენ ოკუპანტები ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ასეთი ნეიტრალური პოზიციით, ჩვენ შეიძლება უფრო მეტი დავკარგოთ. დღეს დაიწყო იარაღის მიწოდება უკრაინაზე. პირდაპირ მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ მათაც უნდა დააყენონ საკითხი პარტნიორების წინაშე, რომ ჩვენი სამხედრო დახმარებაც უნდა გაიზარდოს. იმიტომ, რომ საფრთხე საქართველოს მისამართითაც არსებობს. სიჩუმე აქ არ გამოვა. თუ შენ ჩუმად ხარ და ცდილობ არავის არ შეახსენო თავი, რა თქმა უნდა შენც არავის არ გაახსენდები.

ჩვენ თუ დღის წესრიგში ეს საკითხი არ დავაყენეთ, რას იფიქრებენ პარტნიორები? იმას, რომ „თუ ქართველებს არ უნდათ, ჩვენ რატო მოვიკლათ თავიო“. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი აუცილებლად მიიღებს რეზოლუციას, მოწოდებას. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნება განხილვის საკითხი, საიდანაც პრემიერ-მინისტრი მიმართავს პარტნიორებს, რომ შეიარაღება ჩვენც მოგვეწოდოს. ჩვენთვის ეს პრინციპულია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g