LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ეს კავშირი არის ურთიერთსასარგებლო: NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

102
სტიუარტ ფიჩი

“ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ეს კავშირი არის ურთიერთსასარგებლო,” – ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა ისაუბრა.

ფიჩმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მხარეებს ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია აქვთ და ის ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას განასახიერებს.

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

“ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო.” – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ეს აისახა პრემიერის ვიზიტით ნატოს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან სულ მალე განხორციელდა.

ფიჩმა როგორც საქართველოს, ასევე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა ნატოს მისიაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მამაცობით, ერთგულებითა და თავგანწირვით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მოკავშირე სახელმწიფოებზე.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის აღსანიშნავად, ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრება.

ქართული ჯარი ერთიანი და აპოლიტიკურია: სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას: ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g