LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენნაირ ქვეყანას უფლება არ აქვს, იყოს მუდმივად შეზღუდვების ქვეშ და ჩაკეტილი – ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე

58
104eaa7aeac23d9aa277ce9c21e39cc6

„შეფასება, თუ რამდენად კარგად მართავ პანდემიას, არის სწორედ ეკონომიკური ზრდისა და გარდაცვლილ ადამიანთა თანაფარდობა. როდესაც ორივე მიმართულება ცუდად მუშაობს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ნიშნავს, რომ ჩვენ პანდემიას ვერ ვმართავთ“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს.

ქეთი ბოჭორიშვილი გადაცემაში „ანალიტიკა“ – ამბობს, რომ ჩვენნაირ ქვეყანას არანაირი უფლება არ აქვს, იყოს მუდმივად შეზღუდვების ქვეშ და ჩაკეტილი. „ეს აზიანებს აბსოლუტურად ყველა დარგს, მათ შორის – ტურიზმსაც“, – დაძენს ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის საწყის ეტაპზე შეზღუდვები როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, გამოწვეული იყო პანიკით და ეს დასაწყისში გამართლებულიც იყო. დღეს კი მდგომარეობა შეცვლილია და შეზღუდვები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

„დღეს უკვე ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვების და რეგულაციების ფონზე, შემცირდეს ადამიანების სიკვდილიანობა და აღდგეს ეკონომიკური განვითარება, ამ ინსტრუმენტებს კი, სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვაქცინამ ყველანაირი ნებართვა უკვე მიიღო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომ, ქვეყანას დამატებით მკაცრი შეზღუდვების დაწესების უფლება უბრალოდ აღარ აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გადაცემაში „ანალიტიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g