LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი ციფრებია – ამ ამბის გადადება არ შეიძლება!” – ლონდა თოლორაია ქალთა მკვლელობების სტატისტიკას აქვეყნებს

102
ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში საქართველოში ქალთა მკვლელობების სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი ციფრებია:

  • 2016 წელი – 32, მათგან 14 – ოჯახური ნიშნით;
  • 2017 წელი – 26, მათგან 14 – ოჯახური ნიშნით;
  • 2018 წელი – 22, მათგან 7 – ოჯახური ნიშნით;
  • 2019 წელი – 19, მათგან 10 – ოჯახური ნიშნით;
  • 2020 წელი – 24, მათგან 15 – ოჯახური ნიშნით;
  • 2021 წელი – 22, მათგან 11 – ოჯახური ნიშნით.

ახლა აღარ მეშინია იმ ადამიანის, რომლის წინაშეც ვკანკალებდი – ამბავი გოგოზე, რომელმაც ძალადობას თავი დააღწია

„ქალთა მკვლელობა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი ციფრებია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2019 წლამდე არსებული კლების ტენდენცია, ბოლო 2 წელია შეიცვალა. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში განხორციელებული არაერთი საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმის ფონზე, კვლავ არ ვართ ეფექტურები ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

“ფემიციდს წინ უძღვის ძალადობის ხანგრძლივი ისტორია”

სასწრაფოდ გადასახედია პოლიტიკა და პრაქტიკა (კანონში ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს), რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ. ფაქტია, რომ რაღაც (ან რაღაცები) არ მუშაობს და ამას სჭირდება არსებული პრაქტიკის კრიტიკული ანალიზი და მეტი კოორდინირებული მუშაობა. ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ამ ამბის გადადება არ შეიძლება‼️“– წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, ოზურგეთში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რატომ დაიწყო კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის

„წინა წელსაც, დაახლოებით, ამ დროს მიუვარდა, სასტიკად სცემა, სახელმწიფო შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სავალალო ფაქტამდე მიგვიყვანა“ – ოზურგეთში მოკლული ქალის მეზობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g