მას შემდეგ, რაც ლეგენდარულ მოდელს, ნაომი კემპბელს შვილი შეეძინა, მედია აქტიურად ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ გახლავთ მისი ქალიშვილის მამა, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. სამაგიეროდ ვიცით, ვინ არის ნაომის ქალიშვილის ნათლიმამა.
ახლახან ლენი კრავიცს 59 წელი შეუსრულდა. ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცა მას ნაომიმ და „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ფოტოები გაავრცელა.
„დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენო ძმაო და ნათლიმამა. შენ ნამდვილი როკ-ვარსკვლავი ხარ“, – წერ ნაომი.
ცნობისთვის, ნაომისა და ლენის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. წლების წინ მედია აქტიურად წერდა მათ რომანზეც, თუმცა არა, ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან.
„აშკარად ბავშვის მამაა“ – 52 წლის კემპბელი მალდივებიდან შთამბეჭდავი ფოტოების სერიას ავრცელებს