52 წლის ტოპ მოდელი, ნაომი კემპბელი საშემოდგომო არდადეგებს ქალიშვილთან ერთად მალდივის კუნძულებზე ატარებს. შთამბეჭდავი ფოტოების სერია ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ნაომი ქალიშვილთან და უცნობ მამაკაცთან ერთად პოზირებს.
„შვილიც გამოაჩინა და მისი მამაც“, „აშკარად ბავშვის მამაა“, „საოცარი ფოტოებია“, – წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ ნაომი როგორც ყოველთვის სრულყოფილად გამოიყურება, მას თეთრი ბიკინი და კაბა ამშვენებს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ არის მოდელის პირველი ქალიშვილის მამა.
„პირველი ნაბიჯები“ – ნაომი კემპბელი 1 წლის ქალიშვილის ფოტოებს ავრცელებს