სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც გუშინ, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს არის გადაღებული.
მაქარაშვილი ამბობს, რომ აქციაზე მისული ადამიანები რუსები აღმოჩნდნენ.
მათ საკუთარი ქვეყნის აგრესიის დაგმობის გამოსახატავად, მიტანილი ჰქონდათ რუსეთის ეროვნული დროშები, რომლებზეც წითელი (სისხლის ფერი) გამქრალი იყო:
“ეს ხალხი მდუმარედ იდგა მთელი საღამო ჩვენს აქციაზე. დროშა რომ ვერ ვიცანით, მივედი და გამოველაპარაკე.
რუსები აღმოჩნდნენ, დროშაზე კი მითხრეს, რომ წითელი (სისხლის ფერი) გააქრეს თავიანთი დროშიდან!
გვრცხვენიაო, გვტკივაო, ბოდიშიო”, – წერს მაქარაშვილი “ფეისბუქში”.
ვითარება უკრაინაში – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: