LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს მხარდაჭერა სჭირდებათ.. მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა! მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა“ – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

330
Untitled design (6)

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლების საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით იღებენ მონაწილეობას.

„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ამისთვის კი საჭიროა ყველა გავერთიანდეთ, გვერდში დავუდგეთ პატარებს, ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ.

წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი > https://vote.junioreurovision.tv/

 

 

 

ხმის მისაცემად გადადით ლინკზე – https://vote.junioreurovision.tv/

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Saturday, November 25, 2023

 

 

პოპულალურები